ირინა შეიკის საუკეთესო ლუქები

რუსი მოდელი, ირინა შეიკი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილია თავისი სილამაზით, იგი არა ერთ ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან, სამოდელო სახლთან თუ კომპანიასთან თანამშრომლობს. მოდელის კარიერა არნახული სისწრაფით ვითარდება. იგი სასურველი სტუმარია მრავალ საღამოზე. გთავაზობთ ფოტომასალას, სადაც ასახულია შეიკის საუკეთესო ლუქები.

i_1455108136927504_4i_1455108136927504_1i_1455108136927504_6i_1455108104502691_15i_1455108104502691_12i_1455108104502691_11i_1455108136927504_10i_1455108072413714_15i_1455108072413714_12i_1455108072413714_9i_1455108072413714_6i_1455108072413714_5i_1455108072413714_4i_1455108072413714_3

i_1455108072413714_7i_1455108072413714_1

შეხვდი ზამთარს თბილი და მოდური ქუდებით: ქართული ბრენდი Glorious

#იყიდე ქართული გააძლიერე ქვეყანა – ეს სოციალური კამპანია, მედია ჰოლდინგმა ”პალიტრამ” ერთი წლის წინ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში, საზოგადოებამ ბევრი საინტერესო ქართული ბრენდი გაიცნო. მათ შორის, Glorious-იც, რომელიც ქართულ ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა, ლამაზი, ხელით ნაქსოვი ქუდებით, კაშნეებით და სხვა აქსესუარებით.
Glorious-ის გამოჩენას ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ამჯერად, ბრენდმა ახალი კოლექცია წარმოადგინა. 15037138_576548315883455_910137033940952861_n15095543_576327932572160_4460670972106094910_n15094411_576327642572189_2967227228827756874_n15085719_576326749238945_1265598626649682980_n15078718_576328795905407_9058517978675302760_n15073391_576334612571492_6711227655221385712_n15055602_576550142549939_324459714126309028_n15032846_576549399216680_4181577003828011922_n15032211_576333475904939_8055362046282712499_n15032088_576549072550046_2052080281200432572_n15032682_576548769216743_698834278397645380_n15032265_576551989216421_4173631851188400284_n15110518_576549069216713_309246772695704782_o

 

როგორი ჯინსი ვატაროთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული მიმართულება, რომელსაც ევროპელი ასტროლოგები “მოდის ასტროლოგიას” ანუ  fashion astrology-ს ეძახიან. ამ სფეროში სპეციალიზაცია გულისხმობს, მოდურ ტენდენციებსა და ასტროლოგიას შორის კავშირის დადგენას. როგორც ცნობილია, ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის წარმომადგენელ ქალბატონს, სხვადასხვა სახის გემოვნება და ჩაცმის სტილი გააჩნია. ამიტომ ასტროლოგებს, რომლებიც მოდურ ტენდენციებს იკვლევენ, მიაჩნიათ, რომ ჯინსიც კი, შესაძლოა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შევარჩიოთ და ვატაროთ. მოდით, გადავხედოთ მათ რჩევებს.

9313681717a664b84bbe6857a2c5ae87

ვერძისთვის ღია ფერის, ნახევებიანი ფაქტურის მქონე ჯინსია სასურველი. რაც მეტი იქნება ნახევი მით უკეთესი.

კუროს თავისუფალი სტილის ე.წ. “ბოიფრენდ” ჯინსი მოუხდება. დიდი ჯიბეებითა და მასიური ქამრით.

ტყუპ სექსუალურობას შესძენს ე.წ. “ლეგინსის” ტიპის ჯინსი.

კირჩხიბს მეტი სითამამისთვის ასტროლოგები ფერადი ჯინსის ტარებას ურჩევენ.

ლომს კი სექსუალური და პიკანტური იმიჯის შესაქმნელად, მამაკაცური ფასონის მქონე ჯინსის ტარება მოეთხოვება.

ქალწულს მეტალის ან ბისერების მქონე აქცენტებით გაწყობილი ჯინსი მოუხდება.

სასწორისთვის კი იდეალური ვარიანტია დაპრინტული ჯინსი.

მორიელისთვის საუკეთესო გზა საკუთარი სექსუალური იმიჯის ხაზგასასმელად მუქი ფერის ე.წ. Skinny Jeans-ის ტარება იქნება.

მშვილდოსნისთვის კი დაბალწელიანი და ფართხუნა ჯინსია იდეალური.

თხის რქას კლასიკური სტილის, ოდნავ მაღალწელიანი ჯინსის ტარებას ურჩევენ ასტროლოგები.

მერწყულისთვის კი იდეალური ვარიანტია დახეული და სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილით აჭრელებული არასტანდარტული მოდელის ჯინსი.

ხოლო თევზებისთვის სასურველია ვიწრო ფორმის მქონე, მაღალწელიანი მაგრამ ღია ტონალობის, კლასიკური ჯინსი.

2016/17 წლების სეზონის ყველაზე მოდური ანიმალისტური პრინტები

ახალ სეზონში პრინტები კვლავ ბრუნდება. დიზაინერებმა და მოდელიორებმა დააბრუნეს ეთნო და გეომეტრიული ფიგურები, ცხოველებისა და მულტფილმის გმირების გამოსახულებები, აბსტრაქციები და კარიკატურები.

ცხოველებიდან დიზაინერებს ყველაზე მეტად გველისა და ლეოპარდის პრინტი უყვართ. ძალიან მდიდრულად გამოიყურება ლეოპარდისპრინტიანი ლაბადები, ქურქები და მოსაცმელები.devushka-s-leopardovyim-palantinom

ბეწვის ინდუსტრიაში თანამედროვე ტექნოლოგიები მაღალ დონეზეა განვითარებული და შესაძლებლობა გვაქვს, მივიღოთ ლამაზი ხელოვნური ბეწვი ლეოპარდის პრინტით.

3-137

ასევე, უამრავი დიზაინერი ირჩევს გველის პრინტს, რომელიც ლეოპარდთან ერთად ლიდერ პოზიციებზეა ანიმალისტურ პრინტებში.

474150735   DB00001_STREET_STY

 

უამრავი გოგონა ოცნებობს გველის ტყავისგან შეკერილ ტანსაცმელზე, მაგრამ ოცნების ნაცვლად, უმჯობესი არ არის გამოიყენოთ ქსოვილები, რომლებზეც გველის ტყავია იმიტირებული? არ არის აუცილებელი, ეს იყოს კაბა ან ლაბადა – აქსესუარებიც ძალიან ეფექტურად გამოიყურება. არ აქვს მნიშვნელობა, ნატურალურია ტყავი თუ არა. მთავარია, გველის პრინტი კარგად იყოს შეხამებული ლუქში.

devushka-v-leopardovyih-shtanah

ანიმალისტური პრინტები საკმაოდ საშიშია. თუნდაც ძალიან მოგწონდეთ Givenchy-ს კოლექციაში შეხამებული პრინტები, ნუ იჩქარებთ და ნუ შეურევთ გველისა და ლეოპარდის პრინტებს.

devushka-v-leopardovoy-yubke-karandash

ასევე, ნუ შემოიხვევთ მთლიანად პითონის ტყავს – საკმარისია, მხოლოდ ერთი ელემენტი ლეოპარდის ან გველის პრინტით, რათა ლამაზმანი ”მტაცებლის” იმიჯი შექმნათ. შეხედეთ, რა მოგვიმზადეს დიზაინერებმა 2016/17 წლების ახალ კოლექციებში და მიიღეთ შთაგონება.

5-127

10 მარტივი და სწრაფი ვარცხნილობა

მათთვის, ვინც მუდამ გზაშია, ვისაც არ აქვს სალონებში დასახარჯი დრო, მნიშვნელოვანი შეხვედრა დაუნიშნეს მოულოდნელად, ან უბრალოდ, ძალიან უყვარს დილის ძილი და ენანება ვარცხნილობის გაკეთებაზე დასახარჯი ნახევარი საათი, ყოველთვის არსებობს გამოსავალი.

1. კულულები

შეიკარი თმა ცხენის კუდად, დაახვიე ბოლოები თმის დასახვევი უთოთი და გაიშალე. მცირე დოზით თმის ლაქი გამოიყენე და საღამოს იდეალური ვარცხნილობაც მზადაა.

curls-blonde

2. დაგრეხილი ხვეულა

მათთვის, ვისაც ნაწნავები მობეზრდა.

easy-twisty-bun

3. ელეგანტური ხვეულა

გაყავი თმა შუაზე, გაკვანძე, გადაახვიე და დაიმაგრე.

enhanced-buzz

4. გვერდული ნაწნავი

ასეთი ვარცხნილობა ყველაზე უკეთ გამომშრალ, შეღებილ თმაზე გამოდის, რადგან ნაწნავი რთულად იშლება. სხვა შემთხვევაში დამატებითი ფიქსაციაა საჭირო.

half-done-braid

5. ცხენის კუდი

მოსაწყენი ვარცხნილობის ახალი ვერსია, რომელსაც მაქსიმუმ ერთ წუთს მოანდომებ.

knot-ponytail

6. ხვეულა – გრძელი თმისთვის

ამ ვარცხნილობას სულ რაღაც ერთი წუთი სჭირდება, იდეალურია საოფისედ.

sleek

7. რომანტიკული სტილი

აბადოკი მოსახერხებელია, ოღონდ არასაკმარისად დასღესასწაულო? დაფარე თმით და სულ სხვა სტილს მიიღებ.

tuck-hairband

8. შედარებით მოკლე თმის შემთხვევაში

shorthair

9. სილამაზის სალონის ეფექტი

სველ თმას თუ ე.წ. “ბიგუდებზე” დაიხვევ და მერე ფენით გაიშრობ, სალონში საათნახევრიანი ჯდომის შედეგს ნამდვილად მიიღებ. განსაკუთრებით მაშინ, თუ წინასწარ მუსს, ზეთს ან აწეწვის საწინააღმდეგო სპრეის შეიზელ თმაში.

volumizing

10. თმისგან გაკეთებული ბაფთა

იდეალურია მაშინ, როცა თმის ყურებზე გადაწევა მოუხერხებელია, არადა თვალებზე გეფარება.

hair-bow

 

ლეგენდა – კოკო შანელი

“მოდა გადადის, სტილი რჩება.” – თითქმის ერთი საუკუნის წინ კოკო შანელის მიერ ნათქვამი ეს ფრაზა დღემდე აქტუალურია. სწორედ მან შექმნა ქალის უნიკალური სტილი და მოახდინა რევოლუცია მოდის ინდუსტრიაში.

გაბრიელ ბონჰერ შანელი 1883 წლის 19 აგვისტოს დაიბადა საფრანგეთის ერთ პატარა ქალაქში. დედის გარდაცვალების შემდეგ თავის დებთან ერთად ბავშვთა სახლში იზრდებოდა. 18 წლის ასაკში კი ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა და პარალელურად კაბარეში მღეროდა, სადაც განსაკუთრებულ მოწონებას იწვევდა მის მიერ შესრულებული სიმღერები “Ko Ko Ri Ko” და “Qui qu’a vu Coco”. სწორედ აქედან მიიღო მან ზედმეტსახელი “კოკო”.

coco-chanel

კოკოს მიაჩნდა, რომ იმდროინდელი ქალის ტანისამოსი მოუხერხებელი და არაკომფორტული იყო სატარებლად, რის გამოს გადაწყვიტა საკუთარი ატელიე შეექმნა. ასე წარმოიშვა მოკლე შავი კაბა, ქალის შარვალი, ჯაჭვის სახელურიანი ჩანთა, პატარა ქუდები, დიდი სათვალე, აქტუალური გახდა გარუჯული კანით სიარული. მარგალიტმა და ბიჟუტერიამ უფრო დიდი დატვირთვა მიიღო ქალის ყოველდღიურობაში.

  • კოკო შანელი ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული იყო. ის აგროვებდა ლომის გამოსახულებიან ფიგურებს და ნივთებს.
  • გარუჯული კანი პარიზის მაღალ საზოგადოებაში მიუღებლად ითვლებოდა. კანიდან დაბრუნებულმა კოკომ კი თამამად გამოაჩინა თავისი ჯანსაღი და გარუჯული კანი, რომელიც იმ დროისთვის ეგზოტიკური იყო.
  • კოკო შანელი იყო პირველი, ვინც ლიცენზირებული სუნამოების გამოშვება დაიწყო. ის თავად არჩევდა სურნელებს სუნამოს შესაქმნელად და ხშირ შემთხვევაში ბოთლის დიზაინსაც.
  • Chanel No.5 დღემდე ყველაზე გაყიდვადი სუნამოა, რომლის ბოთლის დიზაინი პარიზში მდებარე ვანდომის მოედანის მიხედვით შეიქმნა.

შანელს ძალიან უყვარდა ჯიბეები. მის მიერ შექმნილ სამოსსა და ჩანთებში ჯიბეები აქტიურადაა გამოყენებული.coco-chanel-portrait-1962-1363294624

  • თავისი პირველი მოკლე შავი კაბა (LBD) 1926 წელს შექმნა, რომელსაც ჟურნალმა “Vogue” უწოდა “Chanel’s Ford”.
  • თავისი პირველი ბუტიკი 1913 წელს გახსნა პარიზში.
  • მან შარვალი აქცია ქალის ყოველდღიურ სამოსად.
  • 30 წლის მანძილზე კოკო შანელი ცხოვრობდა სასტუმრო “რიცში”.

mtiwnja4njm0mtm0otu1ntmy

  • კოკო შანელი 1971 წლის 10 იანვარს გარდაიცვალა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მის აპარტამენტში ტანისამოსის 3 კომპლექტი აღმოჩნდა.
  • მას არასოდეს ჰყოლია შვილი.
  • დიზაინერის გარდაცვალების მომენტში მისი მოდის სახლის “ოქროს ხანა” იდგა.
  • 1987 წლიდან შანელის სახლის მთავარი დიზაინერია კარლ ლაგერფელდი, რომელიც შანელის სტილს არ ღალატობს.
  • ლეგენდას, რომელმაც უამრავი რამ შეცვალა მოდის ინდუსტრიაში, უამრავ გამონათქვამს მიაწერენ, თუმცა ბევრი მათგანი მას არ უთქვამს.
  • 2007 წელს გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი  “Coco before Chanel”, სადაც კოკო შანელის როლს ფრანგი მსახიობი ოდრი ტოტუ ასრულებს.